Wednesday, June 5, 2013

პროექტის სახელი: მზე ყველა ენერგიის პირველწყარო
სკოლა; სსიპ  .ფოთის მე-6 საჯარო სკოლა 
საგანი:   ფიზიკა
ავტორინაილი გეგეჭკორი
კლასი ( კლ ასები)         8-  9 კლასები
პროექტის მიზანები :ვარაუდებით,მსჯელობებით,ცდებით, აუდიო  და ვიდეო მასალით, ენერგიის გარაქმნათა უწყვეტი ჯაჭვის გაანალიზებით, მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ყველა ენერგიის პირველწყარო არის მზე    
   აქტუალობა: მოსწავლე  ცდებით, ექსპერიმენტებით, კვლევებით, მსჯელობით, საგანთა შორის კავშირით  მივიდეს იმ დასკვნამდერომ   ყველა ენერგიის პირველსაწყისი ყოფილა მზე    
შედეგი: მოსწავლეები ადრე მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე ატარებენ დაგეგმილ  ცდებს, კვლევებს, აწარმოებენ დაკვირვებებს,აღრიცხავენ მონაცემებს ,ადგენენ ცხრილებს ინიშნავენ შემჩნეულ მოვლენებს აკეთებენ დასკვნებს, ექსპერიმენტის   საფუძველზე უსაფრთხოების წესების დაცვით                                                                              
საჭირო რესურსები:    პროექტორი, კომპიუტერი , ვიდეო და  აუდიო აპარატურაფოტოაპარატი;  დაფა, ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელო; კვების პროდუქტები;       ასანთი; სინჯარა; თერმომეტრი; ნემსი      
პირველი ეტაპი:       ფირის ყურება მზის ამოსვლასა და ჩასვლაზე
მაპროვოცირებელი   შეკითხვების დასმა: რა იქნება გაკვეთილის მთავარი თემა? რა განწყობას ქმნის ამ ფირის ნახვა?
მოსწავლეების   მიერ  სინათლის წყაროების ჩამოთვლა და შემდგომ  მათი კლასიფიკაცია თბილი და ცივი ნათების  წყაროებად. სითბოსა და სინათლის ხელოვნური წყაროს, კერძოდ,კოცონის გამოყოფა
ფირის ნახვა ღვთიური ცეცხლის გარდმოსვლაზე.  45 წთ


მეორე ეტაპი
იგეგმება გასვლა  ბუნებაში, მოსწავლეები დანთებული კოცონის  გარშემო კითხულობენ მასწავლებლის მიერ წინასწარ  მიცემულ დავალებას, კონკრეტულ ად ესსეს, იმის  შესახებ თუ რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ცეცხლის  გარეშე. სრულდება  ნახატი პირველ ცეცხლზე
.ისტორიის მასწავლებელი უყვება  მოსწავლეებს ცეცხლის  წარმოშობის ისტორიას.
.მოსწავლეები ახორციელებენ პირველი ცეცხლის  გაჩენის იმიტაციას 2სთ

.მესამე ეტაპი  
.მოსწავლეების მიერ  ვიდეოფირის მომზადება იმ მოწყობილობებზე,  რომლებიც მზის ენერგიაზე მუშაობენ .

.ფირის ყურება და მისი გაანალიზება ენერგიის პირველზყაროს დადგენის მიზნით.
.დისკუსია ელექტროენერგიის მიღებაზე,კერძოდ ჰიდროელექტროსადგურებზე.
.წინასწარ  ჯგუფურად დამზადებული ხელსაწყოს ჩვენება,სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ აინთება ნათურა ქარის საშუალებით.
.მოსწავლეების  მიერ  გეგმის შემოთავაზება  ვარდნილი წყლის ენერგიის  გამოყენებაზე, კერძოდ მინი ჰესების აგებაზე  სოფელში .45 .წთ.


მეოთხე ეტაპი
.ნაჩვენებია ფირი, სადაც გაზქურა ანთია, მასწავლებელი სვამს კითხვას, თუ რომელი  ენერგიის ხარჯზე ხდება ეს პროცესი. მსჯელობით  მოსწავლეები მიდიან  იმ დასკვნამდე, რომ  ცოცხალი ნივთიერებებიდან საწვავის  წარმოქმნის მიზეზი ყოფილა მზე .
.ნაჩვენებია  ფირი, სადაც მოძრაობს ველოსიპედისტი და  ავტომანქანა. მასწავლებლის მიერ ისმევა  კითხვა, თუ რის ხარჯზე ,მოძრაობენ ეს სხეულები.  მოსწავლეები ხვდებიან და ხსნიან, რომ ბიჯს სჭირდება საკვები და  მანქანასაც,  საწვავის სახით
.ჯგუფი აკეთებს ექსპერიმენტის პრეზენტაციას . 45წთ
.მოსწავლეების მიერ შეიქმნა ვიდეო კლიპი, სადაც ნაჩვენებია, ელექტროსაათი, ტელევიზორი,მტვერსასრუტი,გაზქურა და ხაზგასმულია, თუ რის ხარჯზე მუშაობენ ისინი.
.ასევე მომზადებულია კლიპი ,სადაცნაჩვენებია ველოსიპედი, ავტომანქანა და სპორტსმენი და აქაც ნათლად ჩანს, თუ რომელი ენერგიით მოძრაობენ ეს სხეულები.
.მოსწავლეებმა დაამზადეს ხელსაწყო, რომელიც  მუშაობს ქარის ენერგიაზე.
. (ქარის ენერგია გარდაიქმნება ელექტროენერგიად. კერძოდ, მბრუნავი ფრთების საშუალებით ინტება ნატურა )


ჩატარდა სხვადასხვა ექსპერიმენტი
.ბავსვებმა გაარკვიეს ,რომ  ბუტერბროდის შეჭმისას ველოსიპედისტის მიერ მიღებული ენერგია,როგორ შეესაბამება მის მიერ შესრულებული მუშაობისას დახარჯულ ენერგიას.


მოსწავლეებმა შეისწავლეს მიწის თხილის დაწვისას მისი ენერგოშემცველობა.


.მოსწავლეები ადგენენ გეგმას ვარდნილი წყლის ენერგიის გამოყენებაზე:
კონკრეტულად , სოფელში,გადაიკეტება პატარა ღელე,რომლის  პოტენციური ენერგია გაიზრდება,მიეცემა წყალს ვარდნის საშუალება და ვარდნის კინეტიკური ენერგია შეძლებს, რომ აბრუნოს ჰიდრავლიკური ტურბინა. მოსწავლეები აკეთებენ დდასკვნას, რომ რაც უფრო მეტი სიმაღლიდან დავარდება წყალი, მით მეტი იქნება წყლის კინეტიკური  ენერგია  ტურბინაში   შესვლისას.
საწვლო პროექტში ჩართული იყო საბაზო და საშუალო საფეხურის  მოსწავლეები. ისინი აქტიურად თანამშრომლობდნენ ერშმანეთთა. ხდებოდა მათი დაჯგუფება  უნარ -ჩვევების მიხედვით. შეიქმნა  ტექნიკური         კუთხით   მომუშავე ჯგუფი , ცდებზე მომუშავე ჯგუფი, ესეებზე მომუშავე ჯგუფი და გასვლითი აქტივობების ორგანიზატორთა ჯგუფი   ,

.სასწავლო პროექტში გამოკვეთილი იყო ყველა პედაგოგის  ჩართულობა. ცეცხლის  თემაზე დაწერილი ესეები გაუზიარეს ქართული ენის მასწავლებელს , რომელმაც შესაბამისი რჩევა მისცა მათ გამოიყენეს ისტორიის მასწავლებელი როგორც ცოცხალი  რესურსი . ფოტოსინთეზის პროცესი ახსნა ბიოლოგიის მასწავლებელმა  

No comments:

Post a Comment